საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატები ახლო მომავალში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. ისინი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობაში დატოვების საკითხს გაასაჩივრებენ. როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიზირებულია და მათი დაცვის ქვეშ მყოფები საპატიმროში უსაფუძვლოდ იმყოფებიან. ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს.