კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონზეა ასახული, მაგალითად ქუთაისში ვირუსი 68 მოქალაქეს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი ქალი, რომელიც აჭარიდან იყო გადაყვანილი, თუმცა ჯერჯერობით რეგიონში შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
აქ ვირუსი დაფიქსირებულია სკოლებსა და ბაღებში, ასევე ქუთაისში მოქმედი ორი ტელევიზიიდან,ერთ-ერთმა გადაცემები შეაჩერა, რადგან მათ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, მაგრამ რწმუნებული ირწმუნება, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.