კორონავირუსის ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა

15 ოქტომბერი 2020, 16:06 1037 ნახვა

კლასტერები გავრცელდა ქვეყანაში, ამისთვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,  აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით“-ეს თბილისის ინფექცირუი საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მოწოდებაა. მარინა ენდელაძემ თქვა, რომ კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის მიუხედავად,   ჯერ  ჯანდაცვის სექტორი ინფიცირების ახალ შემთხვევებს უმკლავდება. ბოლო  24  საათში   ქვეყანაში 919  ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ამჯერად ყველაზე მეტი 366  შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.  რაც შეეხება აჭარას, ვირუსით დაინფიცირდა 286  მოქალაქე, თუმცა ინფექცია  დაამარცხა კიდევ   154 პაციენტმა.  ამ დროისთვის კიდევ   2 300-ზე მეტი  ინფიცირებული რჩება აჭარაში. მათგან 66 არასრულწლოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში