კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია - გამყრელიძე

15 ოქტომბერი 2020, 15:00 1394 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კოვიდი სიკვდილიანობის მაჩვენებლით ინფექციური მკვლელებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ტუბერკულოზს ჩამორჩება.

მისივე განმარტებით, ის სავარაუდოდ,  სიკვდლიანობით მალე გაუსწორებს როგორც ტუბერკულოზს, ასევე ჰეპატიტს.

„კოვიდი წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებლით თანდათან ასწრებს როგორც შიდსს, ისე მალარიას, ჯერჯერობით ჩამორჩება მხოლოდ ტუბერკულოზს ინფექციური მკვლელებიდან და ალბათ, როგორც პროგნოზი არის, გადაასწრებს წლიური მაჩვენებლით ტუბერკულოზსაც და ჰეპატიტს,”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 488 სიმპტომებიანი პაციენტია.

"919-დან 53 პროცენტი, 488 არის სიმპტომებიანი პაციენტი. ეპიდემიის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მეორე ტალღის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ სწორედ სიმპტომებიანი პაციენტები და მათთან ახლო კონტაქტში მყოფი – ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები. დღეს გვყავს 488 სიმპტომებიანი და 236 მათთან კონტაქტირებული ინფიცირებული. მთელი სტრატეგია დამყარებულია იმაზე, რომ ადამიანების ეს ორი ჯგუფი სწრაფად იზოლირდნენ, მოსახლეობაში განსაკუთრებით კონტაქტირებულებისადმი უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიტანილი. როდესაც ოჯახში ვინმე ინფიცირდება, აუცილებელია, მისი პირდაპირი კონტაქტები სწრაფად გადავიდნენ იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში