გიორგი მამალაძე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არ გადაყავთ

15 ოქტომბერი 2020, 10:53 1088 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ არის. 

უწყების ინფორმაციით, მამალაძეს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი.

''2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა.

მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც'' - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი