ხელვაჩაურის მერი რომელმაც ჟურნალისტს სატელეფონო საუბრის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარს ნანობს. ჯუმბერ ვარდმანიძიე ამბობს, რომ ის აყვა ემოციებს და ეს არ უკავშირდებოდა კრიტიკულ შეკითხვებს რომელიც ჟურნალისტმა დასვა. მერი განმარტავს, რომ მისი გაღიზიანება მედიის წარმომადგენლის მხრიდან მისი ოჯახის წევრის ხსენებამ გამოიწვია და ჟურნალისტი მის პირად სივრცეში შეიჭრა. ჯუმბერ ვარდამნიძე ასევე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს უკანონო მშენებლობასთან და ასევე წინასაარჩევნო კამპანიაში მისი მხრიდან კანონის დარღვევასთან დაკავშირებით და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს,. ონლაინ გამოცემა ,,ბათუმელებმა“ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. დაახლოებით 18 წამის განმავლობაში , რაც გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერის სრული ვერსია არ არის, ისმის ჯუმბერ ვარდმანიძის გინება. ბათუმელებში ამბობენ,რომ მერის გაღიზიანება, ჟურნალისტის მიერ კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა და ჟურნალისტს აგინა და სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა.