ლაზური სამზარეულოს მარგალიტები შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილისგან

13 ოქტომბერი 2020, 13:09 2011 ნახვა

ლაზური ბურეღი, ქაფშია ტაღანეი და ლუყუ დუდეი - ლაზური სამზარეულოს "მარგალიტები" ცნობილმა შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა სარფის სანაპიროზე მოამზადა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში პოპულარული შეფმზარეულები აგრძელებენ ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძებისა და დესერტების მომზადებას, რომელთა შესახებაც ვიდეოგაკვეთილები, ფოტორეცეპტები და სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლი მზადდება.

გადაღებები აჭარის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აჭარული კერძების პოპულარიზაცია და რეგიონში კულინარიის განვითარების ხელშეწყობაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი