ქალთა ლიგის გოლების რეკორდი ქობულეთელმა ფეხბურთელმა დაამყარა

13 ოქტომბერი 2020, 12:56 2745 ნახვა

ქობულეთელმა ფეხბურთელმა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რეკორდი დაამყარა. ქალთა საფეხბურთო კლუბ ''ლანჩხუთის'' და საქართველოს ნაკრების წევრმა ხატია ჭყონიამ ახალციხის ,,ზარზმას'' 15 გოლი გაუტანა და ახალი რეკორდი დაამაყარა.

საერთო ჯამში ''ლანჩხუთმა'' შეხვედრა ''ზარზმას'' 19:0 მოუგო. მიმდინარე ქალთა ჩემპიონატში 29 გატანილი ბურთით ჭყონია ჩემპიონატის ერთპიროვნული ბომბარდირია ხატია ჭყონიას ანგარიშიზე საქართელოს ეროვნულ ნაკრებში 25 შეხვედრაში 7 გოლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში