გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მათ ჟურნალისტს აგინა

12 ოქტომბერი 2020, 23:48 2435 ნახვა

ონლაინგამოცემა "ბათუმელებმა" აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე "ბათუმელების" ჟურნალისტს აგინებს.

გამოცემის ცნობით, ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როცა ბათუმელების ჟურნალისტი ხელვაჩაურის მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის მიმართა.

"ჩანაწერი, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დავუკავშირდით. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, შევახსენეთ,  არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა." - წერს "ბათუმელები"

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში