ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბადრი გეჩბაია, ბათუმში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კოვიდ 19-მა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაზე და მას ზეგავლენა არ მოუხდენია, მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე.
მისივე განცხადებით, ის შეზღუდვები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება და საკოორდინაციო საბჭო იღებს მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისკენ.
,,მესმის ის, რომ ეს უდიდეს ზეგავლენას ახდენს შემოსავლებზე, ზოგადად ადამიანებზე, ოჯახებზე, რომლებიც დამოკიდებულია ყოველდღიურ შემოსავლებზე, როგორც კი მინელდება ვირუსი და იქნება კლების ტენდენცია, თავისთავად ბიზნესი და ზოგადად სიტუაცია, მერე ორი წლის განმავლობაში მინიმუმ დაითვლის იმ უარყოფთ შედეგებს და გავლენას, რომელიც მიიღო ბიზნესმა და იმ სექტორებმა, რომლებშიც უკმაყოფილო ადამიანები და ზოგადად კაცობრიობა არის." - აცხადებს ბადრი გეჩბაია.