მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი„ევროპული საქართველოს“ წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფრაქცია. მანამდე კი დოკუმენტის განხილვა დაგეგმილი იყო ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში, თუმცა ოპოზიცია პროტესტის ნიშნად სხდომას არ დაესწრო.
წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 17 მლრდ 71 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში. რამდენიმე უწყებისგან განსხვავებით, დაფინანსება არ ეზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, რაც ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს.