ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ბლოკპოსტი გაუქმდა

12 ოქტომბერი 2020, 14:47 476 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ბლოკპოსტი გაუქმდა. დღეს პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს, ბლოკპოსტისთვის გაშლილი კარავი კი დაშალეს.

მაუწყებელი აჭარის მთავრობისგან გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს ელოდება.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აჭარაში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა, მათ შორის არაფერი უთქვამთ ქალაქის შესასვლელებთან განთავსებული თერმოსკრინინგის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში შემსვლელებისა და გამომსვლელების თერმოსკრინინგის მიზნით ბლოკპოსტი 16 სექტემბერს მოეწყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში