მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების შერჩევითი ტესტირება დაიწყება - გამყრელიძე

12 ოქტომბერი 2020, 12:46 1145 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მალე სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების შერჩევითი ტესტირება დაიწყება.

„მალე დავიწყებთ მასწავლებლების ე.წ. რანდომულ ტესტირებას. თქვენ იცით, რომ თუ ერთი მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა სკოლის სრული იზოლირება არ ხდება. კლასი გადადის ონლაინ სწავლებაზე, მასთან შემხებლობაში მყოფი მოსწავლეები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები თბილისის მასშტაბით განხორციელდება არა მხოლოდ სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. ასევე იქნება ბაღების შემთხვევაშიც. ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, გააჩერებს მთელი ბაღი მუშაობს თუ არა. ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება ბაღის აღმზრდელებსაც შეეხებათ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი