სკვერი ბაქოს ქუჩაზე

08 ოქტომბერი 2020, 20:00 1433 ნახვა

ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა და სტადიონის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, კორდი და დაიდგმება დეკორატიული სკამები.  სტადიონზე კი, ხელოვნური საფარი დაიგება, მოეწყობა გარე განათების სისტემაც.

სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  დაათვალიერეს. ინფორმაციას და ვიდე მასალას, პრეს-სამსახური ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში