დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ბრალი წარუდგინეს

08 ოქტომბერი 2020, 14:31 1204 ნახვა

,,გარეჯის საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად"- ასე ეხმაურება ადვოკატი ივერი მელაშვილის დაკავებას. სადელიმიტაციო კომისიის წევრებს ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით უახლოეს საათებში მიმართავს. ბრალდების მხარე მათი პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მეტიც, უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე მთლიანად შეკერილია და წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება მისი გამოყენება.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი