სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს

07 ოქტომბერი 2020, 11:48 767 ნახვა

სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ილია ფილფანის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ბავშვი 18 ივლისს მამის ნათესავებთან სოფელ ლენჯერში სტუმრად იმყოფებოდა, სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. მოზარდის ძებნა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის ოჯახი მათი შვილის მპოვნელს, ან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოს სახით 50 000 ლარს გადასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში