აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

23 აპრილი 2016, 00:00 3230 ნახვა

დაბა ჩაქვში, ბეჟანიძის ქუჩის მცხოვრებლები დასახლებაში გზებისა და სანიაღვრე არხების სასწრაფო რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი განცხადებით, იმის გამო, რომ არხები მწყობრიდან არის გამოსული, წვიმების დროს ქუჩა და საცხოვრებელი სახლები მთლიანად იტბორება, გზებზე გადაადგილება კი შეუძლებელი ხდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მდინარე ჩაქვის წყალზე არსებული დამბა მოშლილია, რის გამოც საცხოვრებელ სახლებს პერიოდულად ადიდებული მდინარეც უტევს. ჩაქვის მცხოვრებლების პროტესტს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებიც შეუერთდნენ. მათი მტკიცებით, მოსახლეობამ რეაბილიტაციის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ბეჟანიძის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნას ქობულეთის მუნიციპალიტეტში უპასუხეს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი