სომხეთი-საქართველოს დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება

06 ოქტომბერი 2020, 21:17 1488 ნახვა

ოფიციალურად უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-3 ტურის შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. ამ მატჩს პოლონეთის ქალაქი ტიხი უმასპინძლებს.

ეს გადაწყვეტილება უეფას წარმომადგენლებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების გამო მიიღო.

სომხეთი-საქართველო მატჩი ერევნის ნაცვლად, პოლონეთში მაყურებლების გარეშე ჩატარდება. შეხვედრა 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნეიტრალურ სტადიონზე ჩაატარებს თავის საშინაო მატჩებს აზერბაიჯანის ეროვნული გუნდიც. ერთა ლიგის C დივიზიონის, მე-2 ჯგუფს, ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ლიდერობენ, ხოლო სომხეთის ნაკრებს 2 ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში