საქართველო-ბელარუსის მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის - შეხვედრაზე ვიდეორეფერიც იმუშავებს

06 ოქტომბერი 2020, 17:00 1299 ნახვა

საქართველო-ბელარუსის შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 43 წლის ჩუნეით ჩაქირი იქნება. გვერდითი მსაჯების მოვალეობას ბაჰათინ დურანი და თარიქ ონგუნი შეასრულებენ. მეოთხე მსაჯი მეთე კალკავანი იქნება.

შეხვედრაზე ვიდეორეფერი იმუშავებს, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდება. ვიდეორეფერის ოთახშიც თურქები იმუშავებენ - აბდულქადირ ბიტიგენი და ჰუსეინ გიოჩეკი.

საქართველო-ბელარუსის შეხვედრა 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრებას მაყურებლები ვერ შეძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში