სირიაში აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნა უკანონო გადაწყვეტილებაა - საგარეო

06 ოქტომბერი 2020, 14:57 298 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სირიაში აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნას უკანონო გადაწყვეტილებად აფასებს.

"სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს. აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გამო საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში