ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის განხილვა, პირველ ეტაპზე 20 ოქტომბრისათვის იგეგმება, რის შემდეგაც შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას დაუბრუნდება. მანამდე კი პროექტს კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ. პროცესი დღეიდან იწყება. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული, ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი კი 17 მილიარდი ლარია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ იზრდება. გიორგი კაკაურიძის თქმით, ის მატება, რომელზეც საუბარია, პოლიციასა და ჯარში გაზარდილი შრომის ანაზღაურების დაფარვას მოხმარდება. ოპოზიცია დოკუმენტს იწუნებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ პოზიტიური და ოპტიმისტურია,ის რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი