კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის განაცხადებს სწავლობს

05 ოქტომბერი 2020, 15:00 1161 ნახვა

სტიქიის შემსწავლელი კომისია ამ ეტაპზე 142 ოჯახის განცხადებას სწავლობს.  ბათუმის მერის ინფორმაციით, მოსახლეობას სტიქიის შემდეგ დაუზიანდათ ძირითადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მას შემდეგ რაც კომისია დაასრულებს მუშაობას გადაწყდება რა ფორმით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს.

ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახების ზუსტი ოდენობა უცნობია, განცხადებების მიღება ამ დრომდე გრძელდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი