სანაპირო კურორტებზე ხვალიდან ე.წ,,პატარა ზაფხულის” მეორე ეტაპი დაიწყება, მომდევნო 4 დღის განმავლობაში სტაბილურად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში საგრძნობლად აგრილდება, დღისით კი ტემპერატურა +28-30 გრადუსამდე მოიმატებს.
კონკრეტულად: ბათუმში ხვალ 6 ოქტომბერს +24, +26 გრადუსი იქნება, 7-8 და 9 ოქტომბერს კი +27, +29 გრადუსი.
ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია, ჯერ ისევ თბილია ზღვა, მზის ულტრაიისფერი ინდექსი კი იქნება მაღალი, გარუჯვისთვის კარგი.
ფოტო: ლევან ურიდია