ბოლნისსა და მარნეულში ძალადობის ბრალდებით 4 დაკავებულის სასამართლო სავარაუდოდ დღეს გაიმართება. არ არის გამორიცხული ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, რადგან პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვს. ეს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციამ გუშინ სამ სხვადასხვა ინციდენტთან დაკავშირებით 4 მოქალაქე დააკავა. ორი "ქართული ოცნების" და ამდენივე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია.