"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი არეფ იუსუპოვის პოლიციას ჩაბარდა. მანამდე კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში აქტივისტის დაკავებას ხმაური მოჰყვა. სამართალდამცველები სოფელში მის სახლთან მივიდნენ იუსუპოვის დასაკავებლად, რისი უფლებამ სამართალდამცველებს ადგილობრივებმა არ მისცეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.
ამასთან უწყება განმარტავს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის დაკავებას მოსამართლის განჩინება უძღოდა, რომელსაც საფუძვლად დაედო ერთი კვირის წინ სოფელ ნახიდურში პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა იუსუპოვის მხრიდან. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, მას გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.