ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, ''მედცენტრის'' მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის მთავრი მილი დაზიანდა, რის გამოც კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციფიკური სუნი იყო.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების განმარტებით, პაციენტების ნაწილი შენობიდან გაიყვანეს, თუმცა რამდენიმე წუთში უკან დააბრუნეს.
ნინო ცხვარაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკას ბუნებრივი აირი არ იწოდება.
შემთხვევის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ და შეფერხების გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.