ძლიერი წვიმის შედეგად ბთუმის ქუჩები დაიტბორა

02 ოქტომბერი 2020, 09:28 1359 ნახვა

უხვი ნალექის გამო დაიტბორა ბათუმის ქუჩებიც საგანგებო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ჯამში ღამით 400-მდე შეტყობინება შევიდა, მათი უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს ეზოებსა და სარდაფებს.

დაიტბორა ბაგრატიონის ქუჩის მიმართულებით მდებარე კვეთები და ზოგადად ე.წ. ჭაობის დასახლება, თუმცა ძლიერი წვიმა შეეხო სხვა ქუჩებსაც,როგორც მერიაში ამბობენ ამ დროისთვის ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია და შლამის მოსაშორებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი