31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარის სამ ოლქში ხმას 315 ათას 60 ამომრჩეველი მისცემს. მუშაობს 348 საუბნო კომისია. წინა საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისგან განსხვავებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 6 ათასით არის გაზრდილი.
დღეს, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ოლქებში წარმომადგენლების შესარჩევად ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, რადგან კრიტერიუმები მხოლოდ 2-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა.
აპლიკანტს საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება მოეთხოვება. პროცესთან დაკავშირებით კითხვები და შენიშვნები ჰქონდა ოპოზიციური პარტიებიდან უსკოს წევრებს.
დღესვე მეორე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზიაცია დარეგისტრირდა.