„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით 150 წევრიანი სია დაკომპლექტებულია როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებით.
პარტიული სიის 20-ეული ასეთია:
1. გიორგი გახარია;
2. არჩილ თალაკვაძე;
3. ირაკლი კობახიძე;
4. თეა წულუკიანი;
5. მამუკა მდინარაძე;
6. კახაბერ კუჭავა;
7. გიორგი კახიანი;
8. მარიამ ქვრივიშვილი;
9. მიხეილ სარჯველაძე;
10. მაია ბითაძე;
11. მიხეილ დაუშვილი;
12. გიორგი ამილახვარი;
13. ვიქტორ სანიკიძე;
14. მარიამ ბოჭორიშვილი;
15. შალვა პაპუაშვილი;
16. დავით კაჭარავა;
17. ნიკოლოზ სამხარაძე;
18. გიორგი ხელაშვილი;
19. მარიამ ლაშხი;
20. ბექა დავითულიანი;
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.