''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' პარტიული სიის ათეული აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ცნობილია. საზოგადოებას კანდიდატები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ წარუდგინა.
პროპორციული საარჩევნო სიის ათეულში არიან:
1. ელგუჯა ბაგრატიონი - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2. გიორგი კირთაძე - ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
3. გია აბულაძე - აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;
4. მედეა ვასაძე - იურისტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
5. ლევან ანთაძე - პროფესიით ექიმი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი;
6. ირაკლი ჩავლეიშვილი - რესპუბლიკური პარტიის წევრი, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი;
7. მამული სურმანიძე - ქობულეთის საკრებულოს წევრი. დაბა ოჩხამურის მაჟორიტარი დეპუტატი;
8. ასმათ დიასამიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი სკოლის ყოფილი დირექტორი. უნივერსიტეტის ლექტორი;
9. დავით კონცელიძე - ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
10. მამუკა ჯევაიში
აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გია აბულაძე, ელგუჯა ბაგრატიონი და გიორგი კირთაძე.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.