პარლამენტის წევრებმა მე- 9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაფასეს. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ „საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი სკანდალური თემები იყო გამოტანილი“. ის პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი მე-9 მოწვევის პარლამენტს აფასებს როგორც „მორჩილ ადამიანთა გუნდს”. მისი თქმით, მოქმედი პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და გავრილოვია. მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს.