საზღვაო აკადემიის განცხადება

30 სექტემბერი 2020, 17:50 1470 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ვაჟა ანანიძე 17 ივლისის გათავისუფლდა დაკავებული აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობებიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო დისციპლინური საქმისწარმოება, რომელიც დაიწყო 2020 წლის 25 მაისს. გამომდინარე იქედან, რომ დისციპლინური კომისია განიხილავდა ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხებს და საქმეში ფიგურირებს როგორც აკადემიური პერსონალი ასევე სტუდენტები, მათი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე სხდომები იყო დახურული.

პატივს ვცემთ როგორც თანამშრომელთა ინტერესებს, რათა არ გასაჯაროვდეს მათ მიმართ არსებული გადაცდომების შესახებ ინფორმაცია, ასევე პატივს ვცემთ ყველა წარმოებაში გამოკითხული თუ ჩართული პირის ინტერესს დაცული იყოს მათი პერსონალური მონაცემები, შესაბამისად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი თავად ამ პირების თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს ან გასცეს რაიმე ინფორმაცია.

თუმცა გვინდა ავღნიშნოთ, რომ საზოგადოებას მიეწოდება არასწორი ინფორმაცია. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა პლაგიატთან დაკავშირებული საკითხები, არამედ თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური/ეთიკური გადაცდომები. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას გააჩნია დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ სამომავლოდ მოხდეს სადოქტორო საფეხურის პროგრამის დანერგვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში