აჭარაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის პირველი ნიშნები გამოიკვეთა - პაატა იმნაძე

30 სექტემბერი 2020, 13:54 1124 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა.

როგორც პაატა იმნაძემ აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობა აგვისტოსთან შედარებით უკეთესად იცავს დაწესებულ რეკომენდაციებს.

„მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. შემთხვევების ნახტომისებრი მატება არ ხდება. ეს არის პირველი დამაიმედებელი ნიშანი იმისა, რომ რომ სისტემა მაქსიმალურად ავლენს ინფიცირებულებს და მოსახლეობაც იცავს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ერთი თვის წინ დაწესებულ წესებს, რაც არის დარჩენილი - ნიღაბი და დისტანცია. ასევე უნდა იმოქმედოს მომდევნო დღეებში უკვე დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი