მთიან ყარაბახში განახლებულმა კონფლიქტმა უკვე 100-მდე ადამიანი იმსხვერპლა

29 სექტემბერი 2020, 13:51 1416 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ  ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი დღის შედეგად სომხური მხარის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა 10 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.  დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მონაცემებით,  27 სექტემბრის შემდეგ შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 30 მშვიდობიანი მოქალაქე.

თავის მხრივ, სომხეთის სახალხო დამცველი არმან ტატოიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კონფლიქტის ზონაში 4 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა  და ათობით დაშავებულის შესახებ იუწყება. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ  ორშაბათის ბრძოლების შედეგად   26  სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, სულ კი  სამხედრო ძალის დანაკარგი 84 ადამიანია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი