ეპიდემიოლოგები ვიურუსის მატებას ელიან - აჭარაში კი უფასო ტესტირების არეალი მცირდება

28 სექტემბერი 2020, 20:03 1822 ნახვა

კორონავირუსის 4 მსხვერპლი მხოლოდ 1 დღეში საქართველოში. ვირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ აჭარაშია. აქ დღეს, covid 19-ის 175 შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში 5 -ის ნაცვლად, უფასო ტესტირება 2 პოლიკლინიკაში ტარდება, თუმცა მხოლოდ 11-დან დღის 2 საათამდე, რადგან შემცირდა ტესტირების არეალი და ის მიზნობრივ ჯგუფეს უტარდება. დღეს, ჩვენს გადამღებ ჯგუფს სამედიცინო დაწესებულებებში რიგები დახვდა, მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ მიზნობრივ ჯგუფებში ვერ მოხვდნენ, სწორედ მიზნობრივი ჯგუფებია ახლა, კოვიდ 19-თან ბრძოლაში მთავრობის სტრატეგია

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში