არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე

28 სექტემბერი 2020, 15:00 228 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს უნდა გაირკვეს, სურს თუ არა სამ ბრალდებულს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

იმ შემთხვევაში, თუ მათი პოზიციები განსხვავებული აღმოჩნდა, სასამართლოს ბრალდებულების საქმის განხილვა ცალკე მოუწევს.  ბრალდებულების ადვოკატების თქმით, სავარაუდოდ ყველა სრულწლოვანი ბრალდებული უარს განაცხადებს ნაფიცი მსაჯულების ჩართულობაზე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში