არჩევნები 2020 - ხვალიდან საარჩევნო ფორმატის გადაცემები იწყება

28 სექტემბერი 2020, 15:00 257 ნახვა

არჩევნები 2020 - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ხვალიდან საარჩევნო ფორმატის გადაცემები იწყება. მაუწყებლის ეთერი დაეთმობა კვალიფიციურ  და არაკვალიფიციურ  პოლიტიკურ პარტიებს. გაიმართება  დებატები. სამშაბათსა და პარასკევს ლაშა ზარგინავას გადაცემაში პარტიების საარჩევნო პროგრამების პრეზენტაცია მოეწყობა, ხოლო ხუთშაბათს ირინა ყურუა უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატებს გააცნობს საზოგადოებას.  გადაცემა  21 საათზე დაიწყება და ხელოვნების ცენტრში გაიმართება. მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თემებზე კი ორშაბათსა და ოთხშაბათს ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში