პირველ ოქტომბერს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან - სიახლე არ ეხება აჭარას

28 სექტემბერი 2020, 12:07 1574 ნახვა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირველ ოქტომბერს, აჭარის გარდა იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები  საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას.

„პირველ ოქტომბერს იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია ეს არ ეხება აჭარას.

თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშო ბაღები დაიწყებენ მუშაობას. 19 ოქტომბერს კი სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში