ბათუმში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა 

28 სექტემბერი 2020, 11:11 2658 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ორი კოვიდ დადებითი პაციენტი გარდაიცვალა. ისინი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ. 

65 წლის მამაკაცი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  22 სექტემბერს შეიყვანა. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა. უწყების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

''მას ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 07:45 საათზე'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეორე გარდაცვლილი 70 წლის იყო, ის კლინიკაში 21 სექტემბერს შეიყვანეს. მოქალაქეს ცხელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. სამინისტროს ცნობით, ​პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მას გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი