ჯვართამაღლების დღესასწაული

27 სექტემბერი 2020, 12:05 1918 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლებას აღნიშნავს. ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული  ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება. ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი.

ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი