კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფიცირებული 59 წლის ქალი, რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით პაციენტს თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა
"რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი,რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა,რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.