საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემებით, განკურნებულთა რაოდენობა კი 60-ით გაიზარდა და 1819-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე.