21 საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 

25 სექტემბერი 2020, 18:29 2836 ნახვა

ბათუმში 21 საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, მათ უკვე მიმართეს უწყებას და 13 ხელახლა დაინიშნა სკოლის ხელმძღვანელად. სხვების განაცხადებს კი ელოდებიან.

ამ პერიოდში სკოლებს მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. მხოლოდ მე-13 და მე16 სკოლების დირექტორებმა დატოვეს თანამდებობა საკუთარი სურვილით, ისინი ახალი სკოლის პროექტში ჩაერთვნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში