სოფელ კალოთაში ახალი სკოლა აშენდება

01 მარტი 2021, 19:46 1720 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთში 2021 წლის 15 თებერვალს ხანძრის შედეგად საჯარო სკოლის ხის შენობა სრულად განადგურდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს ახალი სკოლის მშენებლობას. გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი აღნიშნული სკოლის პროექტის შესყიდვაზე. 

ასევე, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ხულოს მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პროექტების შესყიდვაზე. პროექტების შესყიდვის შემდეგ გადაწყდება მშენებლობა-რეაბილიტაციის დაწყების ვადები.

წელს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეისყიდის 24 საჯარო სკოლის პროექტს, განახორციელებს 9 სკოლისა და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში