საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს გენერალურ დირექტორს აირჩევს

25 სექტემბერი 2020, 10:06 914 ნახვა

სავარაუდოდ 15 საათზე გვეცოდინება ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი. სამეურვეო საბჭომ არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. ესენი არიან თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე. მეორე ტურში გადავიდა ასევე   ალექსანდრე ვახტანგოვი, თუმცა მან  გასაუბრების დასრულების შემდეგ  კანდიდატურა მოხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში