აჭარაში განათლების პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში ნარჩუნდება - ამის შესახებ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის გარდა ყველა იმ ქალაქში სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა პირველი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ, ფოთსა და გორში კი ფიზიკურად სწავლება ყველა კლასში გაგრძელდება.
"ყველგან სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს გარდა აჭარის რეგიონისა 1 ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, ზუგდიდს, რუსთავს. რაც შეეხება ფოთს და გორს, პირველი ოქტომბრიდან აქ ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში იგულისხმება პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ჯგუფები.
იქ სადაც დღეს დისტანციურად არის სწავლა და პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში ინაცველბს მშობლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი გააკეთონ და აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი.
უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა გაგრძელდება დისტანციურად" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ.
''სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის აჭარის გარდა ყველგან მათ საშუალება ექნებათ სკოლებში, სპეციალურ ოთახში შეხვდნენ სპეც მასწავლებლებს. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომლებსაც მშობლები შეათანხმებენ სკოლებთან.
ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში მათ ამის საშუალება ექნებათ. იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ უმჯობესია ბავშვმა გააგრძელოს დისტანციური სწავლება ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. ყველა დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინსიტროს ვებ.გვერდზე" - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.