ოპოზიციურმა გაერთიანება „ძალა ერთობაშიამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლევან ვარშალომიძე დაასახელეს, ქობულეთში ბონდო თედორაძე, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი,ხულო მაჟორიტარობის კანდიდატად კი მიშა ბოლქვაძე.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს აქ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე; ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი; ბათუმი - გიორგი კირთაძე. "ძალა ერთობაშიამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 25 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა.