ქობულეთში "აჭარა ტექსტილის" ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა 

24 სექტემბერი 2020, 11:23 2579 ნახვა

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის, "აჭარა ტექსტილის" ხუთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. საწარმოს დირექტორის გია ლომინაძის თქმით, ინფიცირებულთაგან სამი თვითიზოლაციაშია, ერთი საკარანტინე ზონაში, ხოლო 1 ქობულეთის კლინიკაში.

მისივე განცხადებით, ბოლო 2 დღის განმავლობაში პისიარ ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდა, და პასუხებს ელოდებიან. 

საწარმომ დროებით მუშაობა შეაჩერა. თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში არიან.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, კომპანიის გადასაწყვეტია, როდის და რა შემადგენლობით გააგრძელებენ მუშაობას. 

''აჭარა ტექსტილში'' წინა პერიოდში იყო გამოვლენილი შემთხვევები. პროტოკოლის მიხედვით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, განისაზღვრა კონტაქტები, შეფასდა მათი სამსახურეობრივი ლოკაცია, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მათ, როგორც ახლო კონტაქტებს ჩაუტარდათ კვლევა და დამატებით გამოვლინდა რამდენიმე ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს ადამიანები სამსახურში არ დადიოდნენ.

გუშინ ''აჭარა ტექსტილი'' არ მუშაობდა. პასუხების მიხედვით, პერიოდის გათვლით და რისკების შეფასებით ეს უკვე დაწესებულების გადასაწყვეტია ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე რა შემადგენლობით გააგრძელებენ მუშაობას'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში