მთავრობა : ეპიდემია კონტროლის ქვეშაა

22 სექტემბერი 2020, 20:40 1110 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ისევ მაღალია, დიდია გავრცელების არეალიც. სწორედ ეპიდვითარების ადგილზე გასაცნობად ჩამოვიდა ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ეპიდემიოლოგი ბათუმში. მარინა ეზუგბაია კლინიკებს მოინახულებს და რეკომენდაციებს გასცემს. ის სამუშაო შეხვედრაზე აჭარის მთავრობაში იმყოფებოდა, სადაც თქვა რომ მედიკოსებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.

დაინფიცირებული პაციენტების მართვაში ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები ჩაერთვება და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ინფექციონისტების კონსულტაციებს კლინიკების გასაძლიერებლად გამოიყენებენ. რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ მძიმე შეზღუდვების შემოღება არ იგეგმება. განმარტა რომ  ეპიდვითარების შემსუბუქებაში მოქალაქეების მიერ  წესების დაცვა მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში