საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს. ესენი არიან : ალექსანდრე ვახტანგოვი, რევაზ შალიბაშვილი, გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, ირმა სოხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თამაზ ბიბილური. დღეს ბორდის სხდომაზე 8-ვე კანდიდატზე იმსჯელებენ და გაირკვევა რამდენი გადავა მეორე ტურში.
ცნობილია, რომ ძირითადი აქცენტი გამოცდილებაზე გაკეთდება. დირექტორად არჩევას სამეთვალყურეო საბჭოს მინიმუმ 6 წევრის ხმა სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ.
დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 18 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძე პოსტიდან გადადგა.